|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მერიის წინააღმდეგ საქმე მოიგო

ქუთაისის მერიიდან, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა თანამშრომელმა იმედა ხარატიშვილმა მერიას პორცესი მოუგო. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზაციისა და ზედამხედველობის განყოფილების უფორის, იმედა ხარატიშვილი სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამრთლომ ბათილად ცნო მერიის გადაწყვეტილება და დაავალა მერიის ადმინისტრაციულ ორგანის იმედა ხარატიშვილის სასამხურში დაუყოვნებლივ აღდგენა.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი ზემოთაღნიშნლ სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის წესვლის არ შეცვლა გახდა. ასევე, რეორგანიზაციის შემდეგ არ მომხდარა სხვა ფუნქციური ცვლილება. 
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო მერიის პრესსამსახურის მთავარი სპეციალისტის, თეონა ჭიეშვილის საქმეზე მსჯელობს. ჭეიშვილი, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული სხვა პირების მსგავსად, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა