|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დევნილებს ასახლებენ – 60 ოჯახს შენობის დასაცლელად 2 დღიანი ვადა მისცეს

ქუთაისში, ყოფილი #44 მუსიკალური სკოლის შენობაში შესახლებულ 60–მდე დევნილ ოჯახს გამოსახლება ემუქრება. მიმდინარე სარემონტო სამუშოებთან დაკავშირებით დევნილებს შენობის დასაცლელად ორდღიანი ვადა მისცეს. თუკი დევნილები საკუთარი ნებით აღნიშნულ ვადაში დაკავებულ ფართებს არ გაათავისუფლებენ, მათ პოლიციის ძალით გამოსახლებენ.

"მერამდენედ უნდა გაგვასახლონ და დაგვტოვონ ქუჩაში. ოთხი თვეა შუქი არ გვაქვს, ისედაც გატანჯული ვცხოვრობთ და კიდე ქუჩში უნდა დავრჩეთ?" – აცხადებს შენობაში მცხოვრები დევნილი თეა ფანცულაია. 
შენობის დაცლის შესახებ ინფორმაცია დევნილებმა  ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილისა და სამინისტროს იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ლიკა კილაძისაგან შეიტყვეს. თუმცა, ორივე მათგანმა მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს.
როგორც დევნილები აცხადებენ, სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ ქირით დროებით გადასვლა შესთავზეს, თუმცა დევნილების განცხადებით, გარანტია იმისა, რომ ყველა ოჯახი დაბრუნდება უკან არ არსებობს.  

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა