|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრში გიორგი მარგველაშვილის ბანერი აკრძალულ ფასადზე გააკრეს

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ბანერი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ აკრძაულულ ზონაზეა განთავსებული.


"მიგვაჩნია, რომ ირღვევა საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 10 ივლისის ბრძანება", – ამბობს "სერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს" ქუთაისის ფილიალის იურისტი, თეონა ზაქარაშვილი.

მარგველაშვილის საარჩევნო პლაკატი ქუთაისის ცენტრაულ მოედანზე, თამარ მეფის #3–ში მდებარე შენობის რეაბილიტირებულ ფასადზეა განთავსებული.

აღნიშნული შენობა ერთ–ერთია იმ 16 ობიექტს შორის, რომლებზეც ქუთაისის საკრებულომ საარჩევნო პლაკატების განთავსება აკრძალა (საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 10 ივლისის N784 ბრძანება).

აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ცნობად იქნა მიღებული, რომ ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების (პლაკატების) გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობზე, კულტურული მემკვიდრეობის შენონა-ნაგებობზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, აგრეთვე ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ გარეგანათების ბოძებზე, ირ. აბაშიძის გამზირზე, ბაგა-ბაღებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე, სპორტის სასახლის შენობაზე, მუზეუმის, თეატრებისა და 
რეაბილიტირებული შენობების ფასადებსა და "ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის-ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N153 დადგენილებით დამტკიცებულ პირველ ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ნებისმიერ ფასადზე.

თვითმმართველობამ აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დააწესა. (ეს მუხლი თვითმმართველობებს  ავალდებულებს განსაზღვრონ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის შენობა–ნაგებობის ჩამონათვალი). თუმცა, ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

"ეს ობიექტი იჯარით გვაქვს აღებული კერძო მესაკუთრისგან. ამიტომაც,  ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის ბანერის გამთავსება კანონშესაბამისია", – განმარტავენ "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბში.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა მხოლოდ საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.

"საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალი განმარტავენ, რომ შესაფასებელია რამდენად აქვს უფლება თვითმართველ ქალაქებს აკრძალონ ისეთ ობიექტებზე საარჩევნო პლაკატების განთავსება, რომელიც მითითებული არ არის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილში.

"ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, უნდა შეისწავლოს რამდენად ეწინააღდეგება პოლიტიკური კოალიაცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციო მასალის გაკვრა საკრებულოს მიერ გამოცემულ  ბრძანებას", – ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის იურისტი, გიორგი ჭიქაბერიძე.





ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა