|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკით დაზარალებულები საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ - "ცესკოს შესასვლელს გადავკეტავთ"

პარლამენტის წინ იპოთეკით დაზარალებულები დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
დაზარალებულები ხელისუფლებისგან დროულ ყურადღებას მოითხოვენ, წინააღმედეგ შემთხვევაში ისინი საპარლამენტო არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან.
„თუ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება წავალთ თბილისში და გადავკეტავთ ცესკოს შესასვლელს, ამით ბოიკოტს გამოვუცხადებთ საპრეზიდენტო არჩევნებს, ასევე ბოიკოტს ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტს, რადგან შენობაში მყოფი პარლამენტის წევრები ჩვენთვის არაფერს აკეთებენ. რცხვენოდეს ბიძინა ივანიშვილს, რომ დაპირება არ შეგვისრულა და მოტყუებული დაგვტოვა, მაგრამ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ,“ - ამბობენ  იპოთეკით დაზარალებულები.

მათი განმარტავენ, ხვალიდან იპოთეკით დაზარალებულთა ჯგუფები სხადასხვა რეგიონებიდან შემოუერთდებიან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მათ საკითხს არ განიხილავს, ისინი თბილისისაკენ დაიძრებიან, რადგან ცეესკოსთან მისასვლელი გზა გადაკეტონ.

ავტორი: ანა ჯანაშია