|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არა ოკუპაციას" – ქუთაისელ ხელოვანთა აქცია სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ

ქუთაისში საგანგებოდ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა "არა ოკუპაციას! არა სოჭის ოლიმპიადას" ფარგლებში პირველი საპროტესტო აქცია გამართა.
ქუთაისში ნინოშვილოს სკვერთან მდებარე, ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალთან შეკრებილმა ხელოვანმა ადამიანებმა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა და რუსეთის ოკუპაცია გამოფენით გააპროტესტეს.
"არანაირი ჯილდოს და ოქროს საფასური არ არის ქვეყანაში შემოჭრა და ოკუპაცია, ამიტომაც, ახლა, ისე როგორც არასდროს ყველა უნდა დავდგეთ ერთად და არა უნდა ვუთხრათ რუსეთს, არც სოჭის ოლიმპიადაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა", – განმარტა საინიციატივო ჯგუფის ერთ–ერთმა წევრმა, მხატვარმა ლევან ვეკუამ.
შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯფუფის წევრები, რომლებიც სტუდენტებს, სამოქალაქო სქტორსა და ხელოვან ადამიანებს წარმოადგენენ, ოკუპაციასა და სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ საპროტესატო აქციებს ერთი კვირის მანძილზე გამართავენ.
ქუთაისის გარდა, აქციები
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება.

ავტორი: თეკლა მორგოშია