|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი ჩამოენგრა

ქუთაისში, ციციშვილის ქუჩაზე სოციალურად დაუცველი ოჯახის ორსართულიანი სახლი ჩამოინგრა.

ორმოცაძეების ხუთსულიანმა ოჯახმა ადგილობრივ თვითმმართველობას უკვე ჩამონგრეული სახლის სარეაბილიტაციოდ, დახმარების მისაღებად რამდენჯერმე მიმართა. თუმცა, როგორც ოჯახის დიასახლისი ნანული ორმოცაძე ამბობს, მათ თხოვნას თავის დროზე ყურადღება არავინ მიაქცია. 
"დაპირება იყო დახმარებაზე, მაგრამ ეს დაპირება დაპირებადვე დარჩა. სახლი უკვე ჩამოინგრა. კიდევ კარგი, რომ შიგნით არავინ იყო," – ამბობს ნანული ორმოცაძე. 
ორმოცაძეების ხუთსულიანი ოჯახი ამ დროისათვის ჩამონგრეული სახლის გვედით, ოროთახიან სახლში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ორმოცაძეების დროებითი თავშესაფრის სახურავიც ჩამოშლილია, საიდანაც წყალი ჩამოდის.
ამ დროისათვის, ჩამონგრეული სახლის დასათვალიერებლად ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე ლომიძე და მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე იმყოფებიან.
როგორც კოტე ლომიძე განმარტავს, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულთა ოჯახს დაეხმარება. თუმცა, ლომიძის განცხადებით, "მთელი ქალაქი ამ მდგომარეობაშია და ყველა მოგვადგება. ჩვენ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გვაქვს. მომავალი წლის ბიუჯეტში ვიზრუნებთ იმაზე, რომ სახლები დანგრევამდე არ მივიდეს," – განაცხადა ლომიძემ.
  შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა