|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის სახლში სამართალდამცავები შეიჭრნენ

ხარაგაულის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატის ნინო ფხალაძის სახლში, დილის 6 საათზე სამართალდამცავები შეიჭრნენ და დეპუატატის სახლი გაჩხრიკეს. ნინო ფხალაძის განცხადებით, ისინი იარაღს ეძებდნენ.

"ათი სამართალდამცავი შემოგვივარდა ოჯახში. მათ შორის იყო ხარაგაულის პოლიციის უფროსი. იარაღს ეძებდნენ. მაგრამ, რაც არ იყო რას იპოვნიდნენ. ეს პოლიტიკური ზეწოლაა, რადგან ადრე იყო მცდელობა კოალიციაში ჩემი გადაბირების. ეს ვერ მოახერხეს, ამიტომაც განახორციელეს ზეწოლა. სახლში ერთადერთი რაც იპოვეს, ეს დავით ბაქრაძის პლაკატი იყო, რამაც ისინი ძალიან გააღიზიანა," - აცხადებს newpress.ge-სთან საუბარში ნინო ფხალაძე. 

აღნიშნულ საკითხებზე დღეს საგანგებო ბრიფინგი იმართება „ნაციონალური მოძაობის“ ქუთაისის ოფისში. დამატებით ინფორმაციას ბრიფინგის დამთავრებისთანავე მოგაწოდებთ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა