|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბურჯანაძესთან შესახვედრად მხარდამჭერები რაიონებიდან მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს

ქუთაისში, ცენტრალურ მოედნაზე დაგეგმლილ შეხვედრაზე დასასწრებად, სადაც ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლებს შეხვდება, მხარდამჭერები რაიონებიდან მიკროავტობუსებით ჩამოჰყავთ.

ამ დროისთვის ცენტრალურ მოედანზე უკვე ჩამოიყვანეს მხარდამჭერები სამტრედიიდან, წყალტუბოდან და ქვედა სიმონეთიდან.
"ცენტრალიზებულად მოხდა ჩვენი ჩამოყვანა, რადგან ჩვენ ვართ ბურჯანაძის მხარდამჭერები და პარტიის აქტივისტები," – აცხადებენ რაიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები newpress.ge-სთან საუბარში.
ქუთაისში, "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის" პრეზიდენტობის კანდიდატს, ნინო ბურჯანაძეს 17 საათზე ელოდებიან. ბურჯანაძე ქალაქში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩამოდის.
 

ავტორი: თეკლა მორგოშია