|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აქცია პრეზიდენტის წინააღმდეგ ქუთაისში - სტუდენტები სააკაშვილს დარჩენილ საათებს უთვლიან

"მიშას წასვლამდე დარჩა 72 საათი", "სააკაშვილი მკვლელია" – ამ სლოგანით, დღეს, ქუთაისის ცენტრაულ მოედანზე სტუდენტების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა აქცია გამართა. საინიციატივო ჯგუფში ქუთაისელი და თბილისელი სტუდენტები არიან გაერთიანებულნი.

სტუდენტების განმარტებით, აღნიშნული აქცია სოციალური ქსელის facebook–ის საშუალებით დაიგეგმა.
"ჩვენ ეს აქცია სპონტანურად დავგეგმეთ და შევქმენით საინიციატოვო ჯგუფი, რომელიც სხვადსახვა ქალაქებში გაიმრთავს აქციას, სადაც მიშას  საბოლოო წასვლამდე დარჩენილ საათებს დავითვლით", – განმარტა აქციის ერთ–ერთმა თანაორგანიზატორმა.
დღესვე სტუდენტები ანალოგიურ აქციას ბათუმსა და ზუგდიდში გამართავენ. 
რა ხდებოდა აქციაზე, ნახეთ  ვიდეო მალე newpress.ge-ზე.

ავტორი: თეკლა მორგოშია