|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი – თანამდებობას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დავტოვებ

იმერეთის გუბერნატორი, ვახტანგ ბალავაძე დაკავებულ თანამდებობას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დატოვებს. აღნიშნულის შესახებ, ბალავაძემ newpress.ge-სთან საუბარში განმარტა.
ბალავაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელიც ძალაში მალე შევა, პრეზიდენტის რწმუნებულებს პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.
"აქედან გამომდინარე, მე არ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელიც ქვეყანას მართავს. შესაბამისად, ჩემი გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია", - ამბობს ბალავაძე.
იმერეთის გუბენატორი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დადებითად აფასებს და ამბობს: "იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რა რეჟიმშიც უწევდა "ნაციონლაური მოძრაობას" მუშაობა, იყო  მასიური დაკავევები, არჩევნების შედეგი ნორმალურია. "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში ძლიერ პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება", - განმარტავს იმერეთის გუბერნატორი.
ვახტანგ ბალავაძე იმერეთის გუბერნატორად 2012  წლის ოქტომბერში დაინიშნა.

საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონების მიხედვით ცხრა გუბერნატორი ჰყავს დანიშნული.
   

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა