|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნუ წამართმევ პარლამენტს – ქუთაისელთა პროტესტი პარლამენტთან

„ნუ წამართმევ პარლამენტს“ - ამ სახელწოდებით ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ აქცი მიმდინარეობს.

პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეები საკონსტიტუციო ცვლილების იმ ნაწილს აპროტესტებენ, რომელიც პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობის განსაზღვრას ითვალისწინებს. საკითხის განხილვა, ხვალ საკანონმდებლო ორგანოში არის დაგეგმილი.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის თანაორგანიზატორის, ირაკლი გვალიას განმარტებით, პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს, თუკი ქალაქს გვინდა, რომ პერსპექტვა ქონდეს. თუკი საკანონმდებლო ორგანო ქალაქში დარჩება, ეს აუცილებლად იქნება ქალაქის განვითარების საწინდარი- ამბობს ირაკლი გვალია. მისივე თქმით, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან გადატანის საკითხ დღის წესრიგში დადგება, პარლამენტის შენობასთან ათასობით ქუთაისელი გამოვა და პროტესტს გამოხატავს.

აქციას ამ დროისათვის, ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და ქალაქში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

პარლამენტის ქუთაისში დარჩენი მომხრეთა აქცია გუშინ facebook-ის საშუალებით დაიგეგმა.

ავტორი: თეკლა მორგოშია