|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელისო ჩაფიძე - ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, უნდათ თუ არა ქუთაისში პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ელისო ჩაფიძის განმარტებით, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, უნდათ თუ არა პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, რომელიც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. "ამ თანხების გამოყენება ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მოსაგვარებლად შეიძლება", -აღნიშნა ელისო ჩაფიძემ. 

ჩაფიძე ამბობს, რომ პარლამენტმა ქუთაისს ამდრომდე არაფერი მოუტანა და ხელისუფლბა ქალაქს სხვა უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას მისცემს.
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ელისო ჩაფიძის განმარტებით, ქუთაისში პარალამენტის დარჩენით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებები ვერ თანამშრომლებენ მთავრობასთან. "გვიწევს სირბილი ორ ქალაქს შორის და ამიტომ ვერ მიგვაქვს მთავრობამდე ამომრჩევლის მოთხოვნები", - განმარტავს ჩაფიძე. მისი თქით, ქუთაისში "უნდა გავხსნათ საწარმოები და ქალაქს სხვადსხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციები მიეცემა".
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ქუთაისში დარჩენი სმომხრეებმა დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია გამართეს. მათი განცხადებით, თუკი პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხ დღის წესრიგში დადგება, პარლამენტის შენობასთან ათასობით ქუთაისელი გამოვა და პროტესტს გამოხატავს.

ავტორი: თეკლა მორგოშია