|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძის ბიუროს წარმომადგენელი საკრებულოს სხდომიდან საავამყოფოში გადაიყვანეს – ინციდენტი სხდომაზე

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლი, მამუკა ახალაია ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა. ახალაია მერიის ადმინისტრაციული შენობიდან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ახალაიამ ქუთაისის ბიუჯეტის 9 თვიანი შესრულების განხილვის დროს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის გია შარაბიძის ინტერესები დაიცვა.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს ქუთაისის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან არსებული დეფიციტი და განმარტეს, რომ აღნიშნული ხარჯები თვითმმართველობის ბიუჯეტში უნდა შედიოდეს და თვითმმართველობა უნდა იყოს შემოსავლებზე პასუხისმგებელი. აღნინშული საკითხების გამო დაიცვა ახალაიამ გია შარაბიძის ინტერესები. როგორც ახალაიამ განაცხადა, გამოსვლის დროს მან იცოდა ჯანმრთელობის მოსალოდნელი გართულების შესახებ, თუმცა საკუთარი აზრის გამოხატვისგან თავის შეკავება ვერ შეძლო. 

ავტორი: დეა მანაგაძე