|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ნამდვილად არ მინდოდა ეს პასუხისმგებლობა, რაც დამაკისრეს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელის, გია შარაბიძის განმარტებით, აღებული პასუხისმგებლობა მისი სურვილის საწინააღმდეგოა.

„ნამდვილად არ მინდოდა ეს პასუხისმგებლოდა და ეს აუცილებლად დააფიქსირეთ. მაგარმ რადგან დამაკისრეს, შევასრულებ კიდევაც მერის მოვალოებას 20 ნოემბრამდე“, - განმარტავს გია შარაბიძე.

მერის მოვალეობის შემსრულებლად შარაბიძის დანიშვნის თაობაზე განცხადება საკონკურსო საატესტატო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, ვიცე-მერის დანიშვნა მერის მოვალეობის შემსრულებლად მასთან შეთანხმებით მოხდა.

თუმცა, აღნიშნულ განცხადებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი კონსულტაციები. დანიშვნამდე ნახევარი საათით ადრე კი, თამაზ მარგველაშვილი და გია შარაბიძე მერიის შენობიდან უცხო პირებმა წაიყვანეს.


 


ავტორი: თეკლა მორგოშია