|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სიდა" - მაჟორიტარი ბიუროების მუშაობა საგანგაშოა

საქართველოში მაჟორიტარი ბიუროების მუშაობა საგანგაშოა. აღნიშნულ დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" წარმომადგენლები მათ მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე აკეთებენ.  „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევის“ პრეზენტაცია დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. 

"სიდას“ დირექტორის, ზვიად დევდარიანის განმარტებით, მაჟორიტარების ბიუროების მუშაობის შესახებ მოსახლეობას მწირი იმფორმაცია აქვს.  
"კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაჟორიტარებს მოსახლოებასთან შეხვედრები მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში აქვთ", - განმარტავს  "სიდას" დირექტორი.
მაჟორიტარი ბიუროების მუშაობის შეფასების მიზნით, კვლევა "სიდას" ორგანიზებით განხორციელდა. კვლევის პროცესში 22 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობიდა. აღნიშნული კვლევა საქართველოს 10 რეგიონში, მიმდინარე წლის ივლის-ივნისში განხორციელდა.

კვლევაში ჩართული არასმთავრობო ორგანიაზციების მიერ შედგენელი კითხვარები საქართველოს მასშტაბით 63 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში დაიგზავნა. თუმცა,  კვლევაში მონაწილეობა მხოლოდ  41 მაჟორიტარის ბიურომ მიიღო, საიდანაც  კითხვარი სრულად მხოლოდ 30-მა შეავსო.

კველევა, ასევე, ჩატარდა  სოფლებში, სადაც 1496  რესპოდენტი გამოიკითხა. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენეს, 39 პროცენტმა  არ იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი. 42,5 პროცენტს  არ აქვს ინფორმაცია თავიანთი დეპუტატის პარლამენტში მოღვაწეობის შესახებ. გამოკითხული რესპოდენტთა  ნახევრზე მეტი  (52,6 პროცენტი) მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეხვედრია  თავისი ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს. 39,3 პროცენტი კი საერთოდ არ შეხვედრია მაჟორიტარს.

კვლევის შედეგებმა აჩვენეს ასვე, რომ არჩევნების შემდეგ მხოლოდ 13,8 პროცენტს ჰქონია მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრა. გამოკითხული რესპოდენტების 56 პროცენტმა  კი არ იცის, თუ სად მდებარეობს  მათი მაჟორიტარის ბიურო.

ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ ამომრჩევლებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის კონტაქტი არ არსებობს.

„რის გამოც, ამ კველვის  საფუძველზე მომზადა რეკომენდაცია, რომელიც დღეს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატებს დაურიგდებათ“, - განმარტა  დევდარიანმა.

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა