|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მერის ვინაობა ცნობილია

ქუთაისის მერის თანამდებობაზე, არაერთი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, newpress.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ ამ პოსტს შოთა მურღულია დაიკავებს.

მურღულია ამ დროისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახლავთ.

მას დამთავრებული აქვს ქუთაისის #1 სკოლა. შოთა მურღულია  ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის ყოფილი დირექტორის, არჩილ მურღულიას ძმის შვილია. 

2002 წლიდან დღემდე შოთა მურღულია ასევე, არის საქართველოს სტრატეგიული კვლევის და გავითარების ცენტრში კვლევის და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი. სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორი და არაერთი გამოცემის ავტორი.

ამჟამად კი მურღულიას ქუთაისის მერობისთვის ამზადებენ.

ქუთაისს ამ ეტაპზე მერის მოვალეობის შემრულებელი ჰყავს. ვიცე-მერი გია შარაბიძე აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, 16 დღით დანიშნეს, რომლის ვადაც 20 ნოემბერს იწურება.

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მერის შესარჩევად კონკურსი სწორედ 20 ნოემბრის შემდეგ უნდა გამოაცხადოს.

თუმცა,  newpress-ის ინფორმაციით, ქუთაისის მერის თანამდებობაზე შოთა მურღულიას კანდიდატურა ცენტრალურ ხელისფლებათან უკვე შეთანხმებულია.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქუთაისი რიგით მე-11 მერის მოლოდინშია. ბოლოს მერის თანამდებობა ამერიკიდან ჩამოსულ დიმიტრი კოპალიანს ეკავა, რომელმაც მერის პოსტი მხოლო 99 დღით შეინარჩუნა. მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს დატოვა. მას შემდეგ კი ქუთაისმა მერის მოვალეობის სამი შემსრულებელი გამოიცვალა.

სავარაუდოდ, ქუთაისის ახალი მერი აღნიშნულ თანამდებობაზე 7-8 თვით, თვითმმართველობის არჩევნებამდე გასტანს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა