|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ნაძალადევის გამგებლად დაინიშნა

newpress.ge-ის ინფორმაციით, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე თბილისში, ნაძალადევის რაიონის გამგებლად დაინიშნა.

ბალავაძე ახალ სამსახურში მუშაობას ორშაბათიდან, 18 ნოემბრიდან დაიწყებს.

ვახტანგ ბალავაძემ იმერეთის გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება მიმდინარე წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღესვე დაწერა. რადგან ბალავაძის განცხადებით, ის არ არის იმ გუნდის წევრი, რომელიც ქვეყანას მართავს.

იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა მხარე გასულ კვირას დატოვა.

ვახტანგ ბალავაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტზე 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე მას (2012 წლის აგვისტოდან) ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობა ეკავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი, ვახტანგ ბალავაძე მე–6 და მე–7 მოწვევის საქართველოს პარლამენტის (2004–2008/2008–2012 წწ)  დეპუტატია. ის საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით იქნა არჩეული.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა