|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად ბუმია - "თავისუფალი საქართველო" ხელმოწერებს აგროვებს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის საკრებულოს მოუწოდებს, რომ მიწის პრივატიზების შესახებ კანონი გაამკაცროს.

პარტია "თავისუფალი საქარველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას თქმით, პრივატიზების კანონის კამკაცრება იმისთვისაა საჭირო, რომ ქუთაისის ტერიტორიების გასხვისება უფრო გონივრულად მოხდეს. 

"ქუთაისი ერთ დიდ სავაჭრო ცენტრს დაემსგავსა, ვყიდით ყველაფერს და არ ვქმნით არაფერს. გაივსო ყველაფერი მარკეტებით და ბენზინგასამართი სადგურებით და ქუთაისის დარჩენილი ტერიტორიების შესყიდვაზე ბუმია, თუ ვინ ჩაიგდებს ხელში. ამიტომ, ვიდრე ერთ სულ მოსახლეზე ერთი მაღაზია გაიხსნება და  ერთ მანქანზე ერთი ბენზინგასამართი სადგური ჩვენს ქალაქში, აუცილებელია მიწის პრივატიზების კანონი სხვაგვარად იქნეს შემუშავებული," – განმარტავს წულაია.

წულაიას მტკიცებით, პრიორიტეტი მიწის გასხვისებისას იმას უნდა მიენიჭოს, ვინც გასხვისებულ ტერიტორიას საწარმოების შექმნას მოახმარს და არა კერძო მაღაზიების გახსნას. 

"საკრებულომ  უნდა შექმნას ისეთი მექანიზმები, რომელიც ქუთაისის ტერიტორიებს დაიცავს და პრიორიტეტს მიწის გასხვისების დროს იმას მიანიჭებს, ვინც საწარმოს გახსნას აპირებს და არა იმას, ვისაც უბრალოდ მაღაზიის გახსნა უნდა," – ამბობს წულაია.    

აღნიშნული მოთხოვნების ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე გასატანად გოგი წულაიამ ხელმოწერების შეგრვება დაიწყო. 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ხელმოწერებს ასევე დასუფთავების ტარიფების შემცირების, სასაფლაო მეურნეობის ტარიფების შემცირებისა და წყალმომარაგების კომპანიის გაუქმების საკითხების განსახილველადაც აგროვებს. 

ამ დროისთვის, აღნიშნულ საკითხებზე პარტიას სულ 1000 – მდე ხელმოწერა აქვს შეგროვებული.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა