|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სასულიერო აკადემიაში ახალი რექტორი დაინიშნა

გელათის სასულიერო აკადემიის რექტორად მამა ირაკლი ახალაძე დაინიშნა. სემინარიის ახალი რექტორი აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას 2013 წლის 1 ნოემბრიდან შეუდგა.

ქუთაისის სასულიერო აკადემიის რექტორად დანიშვნამდე მამა ირაკლი თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი იყო.
გელათის სემინარიის ყოფილი რექტორი, მამა მიქაელ გალდავა, რომელიც საპატრიარქოს გადაწყვეტილებით თბილისიდან მოავლინეს, ისევ თბილისში დაბრუნდა. ის ამჟამად მუხიანის ტაძრის დეკანოზია.
მამა მიქაელი გელათის სასულიერო სემინარიას 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში მან გელათის სასულერო სემინარიის ყოფილი რექტორი, ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე შეცვალა, რომელიც სემინარიის რექოტორი 1995 წლიდან გახლდათ, ხოლო გელათის სასულიერო აკადემიის რექტორის მოვალეობას 1990 ასრულებდა. 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა