|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში შიდსის დაავადებულთა რიცხვით იმერეთი მესამე ადგილზეა

2013 წლის სტატისტიკური მონაცემებით, შიდსის დაავადებულთა შორის იმერეთის რეგიონი, სამეგრელოსა და აჭარის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში იმერეთის რეგიონიდან 544 პაციენტია დარეგისტრირებული, აქედან – 283 შემთხვევა ქუთაისში ფიქსირდება.

შიდისთან ბრძოლის კვირეულის ფარგლებში ქუთაისში საკონსულტაციო ცენტრის "ახალი გზის" ორგანიზებით დისკუსია მოეწყო. დისკუსიაში მონაწილეობა ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს.

"ახალი გზის" ხელმძღვანელის, დალი უშარიძის განმარტებით, მიმდინარე წელს ქუთაისში შიდსით დაავადებულ ქალთა რაოდენობამ იმატა.

"ბოლო ორ კვირაში გამოვლინდა შიდსით დაავადებულთა 6 ახალი შემთხვევა," – განაცხადა შიდისისა და იმუნოლოგიის იმერეთის ცენტრის წარმოამდგენელმა ნინო ბენიძემ.

როგორც ნინო ბენიძე აცხადებს, გეგუთისა და ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 18 შიდსით დაავადებული პაციენტი იხდის სასჯელს, რომლებიც მკურნალობის უფასო კურსს გადიან.

საქართველოში შიდსით დაავადებული პაციენტების მკურნალობას საერთაშორისო გლობალური ფონდი აფინანსებს.

შიდსი ვირუსით დაავადებული პაციენტის მკურნალობის ერთთვიანი კურსი 1000 ევრო ღირს. თუმცა, როგორც შეხვედრაზე ითქვა, შესაძლოა, 2016 წლიდან გლობალურმა ფონდმა საქართველო დატოვოს. ამ შემთხვევაში, დაავადებულთა რისკ–ჯგუფების მკურნალობა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ჩარევის გარეშე ვერ მოხდება.    

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა