|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოჩა თევდორაძე - "პატრიოტების" დაშლა ირაკლი მელაშვილის ინდივიდუალური "შემოქმედებაა"

პარტია "საქართველოს  პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოჩა თევდორაძე ქუთაისის საკრებულოს 5 დეპუტატის მიერ ფრაქციის დატოვებაში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი მელაშვილის ხელს ხედავს.
"ეს იყო უშიშროების  ადგილობრივი ორგანიზაციისა და იარკლი მელაშვილის "შემოქმედება", - განმარტა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გოჩა თევდორაძემ.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა,  ფრაქციაში დარჩენილ "პატროოტრებს" მადლობა გადაუხადა. 
ქუთაისელმა "პატრიოტებმა" საგანგებო ბრიფინგზე მათი პარტიის დაფუძნებიდან ამ დრომდე ადგილობრივ თვითმმართველობაში  განხორციელებულ "დამსახურებებზეც" ისაუბრეს.
თევდორაძის მტკიცებით, "პატრიოტების" დამსახურებაა, ქუთაისში მერის მოვალეობის შემსრულებლად "მეოცნებე" შოთა მურღულიას დანიშვნა.
"მზადყოფნას გამოვთქვამთ ვითანამშრომლოთ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან", - განაცხადეს ქუთაისელმა "პატრიოტებმა" ბრიფინგზე. 

ავტორი: თეკლა მორგოშია