|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მეეზოვეებს ველოსიპედებით გააკონტროლებენ

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა შპს "ქუთსერვისჯგუფმა" 16 ერთეული ველოსიპედის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერი, რომელიც 4000 ლარადაა შეფასებული, 2013 წლის 7 დეკემბერს გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ველოსოპედები უნდა იყოს ახალ მდგომარეობაში და ზრდასრული ადამიანისთვის განკუთვნილი.         
როგორც შპს "ქუთსერვისჯგუფში" newpress.ge-ს განუცხადეს, ველოსიპედების შეძენა კომპანიაში მომუშავე ბრიგადირებისთვის მოხდება, რომლებიც "ქუთსერვისჯგუფის" დამგველებს ზედამხედველობას გაუწევენ.

ავტორი: დეა მანაგაძე