|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის 22 მილიონი ევრო გამოიყო

ქუთაისში, "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის გერმანულმა მხარემ 20 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი გამოჰყო. დამატებით 2 მილიონის ოდენობით გრანტი კი საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო.
პროექტის ფარგლებში, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, ქართული მხრიდან - ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, გერმანული მხრიდან კი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევა ვიტმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული ნაგავსაყრელი 2016 წლისათვის უნდა გაუქმდეს, ხოლო არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.

ავტორი: თეკლა მორგოშია