|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერისა და გუბერნატორის გასახალისებლად პედაგოგებმა და მოსწავლეებმა "ალილო" შეასრულეს

შობის დღესასწაული, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ქუთაისის მერსა და გუბერნატორს მიულოცეს. 

სკოლის მოსწავლეებმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში "ალილო" შეასრულეს.
როგორც N12 საჯარო სკოლის პედაგოგები ამბობენ, მათ თავად გადაწყვიტეს შობის დღესასწაული ქუთაისის მერიაში თანამდებობის პირებისთვის მიელოცათ. 
"გვინდოდა ამ ფორმით შობა-ახალი წელი მიგველოცა ქუთაისის მერისა და გუბრნატორისთვის და გაგვეხალისებია ისინი,"- ამბობს N12 საჯარო სკოლის პედაგოგი ელეონორა ფხაკაძე.
სკოლის მოსწავლეები ქუთაისის მერმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებმა ტბკილეულით დაასაჩუქრეს. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა