|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძის ბიურომ 5 თანამშრომელზე 2013 წელს 38 ათას ლარამდე დახარჯა

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის ბიურო ყველაზე დიდი სახელფასო ფონდის ბიუროებს შორის მოხვდა. სანიკიძის ბიუროში დასაქმებულ 5 თანამშრომელზე 2013 წელს 38 ათას ლარამდე დაიხარჯა. ხარჯების შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს.

დეკემბერს IDFI-იმ საქართველოს პარლამენტს 2013 წლის 20 დეკემბერს მიმართა, 2013 წელს გაწეული ხარჯების შესახებ სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. 

საქართველოს პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა,  2013 წელს  ყველა  მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის სულ გაიცა 2 211 751 ლარი.

"თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული მაჟორიტარის ბიუროში  როგორც დასაქმებულ თანამშრომელთა ასევე სახელფასო ფონდისთვის გამოყოფილი თანხები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის ბიუროში დასაქმებულია მხოლოდ 2 ადამიანი, რომლებმაც 2013 წელს ხელფასის სახით  მიიღეს 34 630 ლარი, ხოლო ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის ვაჟა ჩიტაშვილის ბიუროში დასაქმებულმა  8 თანამშრომელმა  2013 წელს ხელფასის სახით მიიღეს მხოლოდ 19 325 ლარი," - ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში.

2013 წელს  ბიუროს თანამშრომლებზე ხელფასის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილის ბიუროში – 45 838,6 ლარი.  მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსების თანაბარ პირობებში, შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე დიდი თანხა დახარჯეს შემდეგმა დეპუტატებმა:

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა