|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა სახე დაისერა

ქუთაისის მერიის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა ბასრი იარაღით  სახე დაისერა. როგორც გაირკვა, მამაკაცი ქუთაისში მცხოვრები რუსლან ციკოლანია. ის ადგილობრივი ხელისუფლებისგან საკუთარ საცხოვრებელ სახლში შუქის ჩართვას ითხოვდა, რისთვისაც პროტესტის უკიდურესი ფორმა გამოიყენა. რუსლან ციკოლანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

დაზარალებული ამ წუთებში ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ოთახშია მოთავსებული.  ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.  

ავტორი: ანა ჯანაშია