|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხანძარმა მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციას 42 ათასის ზარალი მიაყენა

სპეციალისტებმა, მხატვართა კავშირის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგები შეაფასეს და ზარალი უკვე დათვალეს.  ხანძრით მიყენებულმა ზარალმა 42 ათასი ლარი შეადგინა. 

31 იანვარს გაჩენილი ხანძრის შედეგად მხატვართა კავშირის პირველი სართულის ნაწილი და საგამოფენო დარბაზი „ვარლა“ მთლიანად განადგურდა.

„დახმარებისთვის მივმართეთ მერიას, წარვუდგინეთ დოკუმენტაციები, ექსპერტების დასკვნები და მათ მიერ შეფასებული ზარალის რაოდენობა. მხატვართა კავშირის შენობა მუნიციპალური შენობაა, ქალაქის საკუთრებაა, შესაბამისად მეტი შანსია დაგვეხმარონ. იმიტომ, რომ ჩვენი სახსრებით ამას ვერასდროს გავაკეთებთ“, – აღნიშნა მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კიკვაძემ.

გიორგი კიკვაძის თქმით, უმთავრესია საგამოფენო დარბაზის აღდგენა, რადგან მხატვართა კავშირის 86 ქუთაისელი და 60–მდე  წევრი რეგიონებიდან საგამოფენო სივრცის გარეშე რჩება.  „საგამოფენო დარბაზი მაინც რომ აღდგეს, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მანამდე ალტერნატიულ გზებს ვეძებთ, რომ ახლა, საგაზაფხულო გამოფენა რამენაირად ჩავატაროთ“, – ამბობს გიორგი კიკვაძე.  

მხატვართა კავშირში აღნიშნავენ, რომ  კავშირს დახმარების ხელი რიგითმა მოქალაეებმა და ხელოვნების მოყვარულებმაც გაუწოდეს. „ვისაც რა შეეძლო, ზოგი მასალით და ზოგიც ფულით დაგვეხმარა“, – მიუთითებენ მხატვართა კავშირში.  

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა