|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ყაჩაღობა" კანონის სახელით - რას აძალებენ ქუთაისში მოვაჭრეებს

ქუ­თა­ის­ში, მო­ვაჭ­რეები სა­გა­და­სახადო უწყების მხრი­დან ზე­წო­ლა­ზესაუბრობენ.

მო­ვაჭ­რეების გან­მარ­ტებით, აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყება მათ ინდ. მე­წარ­მედ და­რე­გის­ტრი­რებას აძა­ლებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში, 500 ლა­რი­ა­ნი ჯარი­მებით ემუქ­რებიან.

მა­შინ რო­ცა, ახალი მთავ­რობის ერთ-ერ­თი და­პი­რებამცი­რე მე­წარ­მეების ხელ­შეწყობა იყო.

ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რები, გო­გი მუშ­კუ­დი­ა­ნი წლებია, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზემდებარე ე.წ. მწვა­ნე ბაზარ­ში აგ­რა­რუ­ლი პრო­დუქ­ტით ვაჭ­რობს. ამბობს, რომიძუ­ლებული შე­იქ­მნა დაახლოებით, ათი დღის წინ ინ­დ.მე­წარ­მედ და­რე­გის­ტრი­რებულიყო. რად­გან, „ბოლო ერ­თი თვის გან­მავ­ლობაში აქ­ტი­უ­რად მო­დი­ოდ­ნენ სა­გა­და­სახადოს თა­ნამ­შრომ­ლები და გვეუბნებოდ­ნენ,  ინ­დ.მე­წარ­მისსაბუთი გაგ­ვე­კე­თებინა", - ამბობს ის.

ბად­რიჯანი, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, სტა­ფი­ლო, კომბოს­ტო - ეს იმ პრო­დუქ­ტების ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ა, რო­მელ­თა რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გა­მოც, მუშ­კუ­დი­ა­ნიინ­დ.მე­წარმედ და­რე­გის­ტრირ­და.

მო­ვაჭ­რეების თქმით, სა­გა­და­სახო ამ ეტაპ­ზე, იმ­პორ­ტი­რებულ პრო­დუქ­ტზემო­მუ­შა­ვე მო­ვაჭ­რეების­გან ითხოვს ინ­დ.მე­წარ­მის საბუთს. მუშ­კუ­დი­ა­ნის თქმით, ამ დრომ­დე ყოველ­დღი­ურ გა­და­სახადს, დღე­ში 4 ლარს იხდი­და. თუმ­ცა, ინ­დ.მე­წარ­მედ და­რე­გის­ტრი­რების შემ­დეგ, წლის გან­მვა­ლობაში 100 000ლა­რი­ა­ნი ბრუნ­ვის შემთხვე­ვა­ში,  წლის ბოლოს, მი­ღებული შე­მო­სავ­ლის 5%პრო­ცენ­ტის გა­დახდა მო­უ­წევს.

„თუ­კი ამ­დე­ნი ბრუნ­ვა არ მექ­ნება მა­შინ 3 პრო­ცენ­ტი მა­ინც უნ­და გა­და­ვუხადო მთავ­რობას", - ამბობს მუშ­კუ­დი­ა­ნი.

მუშ­კუ­დი­ა­ნის­გან გასხვა­ვებით, ქა­ლა­ქის ცენ­ტრალურ ბაზარ­ში მო­ვაჭ­რე მა­რი­ნა სა­ლა­ძე ინდ. მე­წარ­მედ წლებია და­რე­გის­ტრი­რებული­ა. თუმ­ცა, სა­გა­და­სახადომ 500 ლა­რით მა­ინც დააჯარი­მა. სა­ლა­ძე, ერ­თი ყუთი ბანა­ნის და 20კგ. ფორ­თოხლის შესყიდ­ვის  დროს (პრო­დუქ­ტების სა­ერ­თო ღი­რებულება 72ლარს შე­ად­გენ­და) დააჯარი­მეს. სა­ლა­ძე ამბობს, რომ სა­გა­და­სახადომ ისმხოლოდ იმის გა­მო დააჯარი­მა, რომ ად­გილ­ზე არ ქონ­და ინდ. მე­წარ­მეობისა დაპი­რა­დობის და­მას­ტუ­რებელი მოწ­მობები.

„ეს იყო პირ­ვე­ლი შემთხვე­ვა, რო­ცა ად­გილ­ზე არ მქონ­და საბუთები. ვფიქ­რობ,რომ უკა­ნო­ნოდ და­მაჯარი­მა. მაგ­რამ იძუ­ლებული ვარ მა­ინც გა­და­ვიხადო", -ამბობს სა­ლა­ძე.

ის მი­იჩ­ნევს, აღ­ნიშ­ნუ­ლი დაჯარი­მებები ქუ­ჩა­ში, ყაჩა­ღუ­რად არ უნ­დახდებოდეს.

"მწვა­ნე ბაზ­რის“ მო­ვაჭ­რეები გან­მარ­ტა­ვენ, რომ თუ­კი სა­გა­და­სახადო ინ­სპექ­ცია არ შე­ა­ჩე­რებს მათ­ზე ინ­დ.მე­წარ­მედ და­რე­გის­ტრი­რების მოთხოვ­ნას, იძუ­ლებულ­ნი გახდებიან ვაჭ­რობას თა­ვი და­ა­ნებონ.

„მთავ­რობა თა­ვის დრო­ზე მცი­რე მე­წარ­მეების ხელ­შეწყობის და­პი­რებით მო­ვი­და. ჩვენც მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ ამ დრომ­დე არა­ფერს არ აკე­თებენ ხელ­შე­საწყობად. ეს ყაჩა­ღობაა, მე­ტი არა­ფე­რი. „ოც­ნებამ" ძა­ლი­ან გაგ­ვიც­რუა იმე­დები. მხოლოდ და­ჭე­რებით არი­ან და­კა­ვებულები და ამას გვაყურებინებენ", - გან­მარ­ტა­ვენ მო­ვაჭ­რეები.

ისი­ნი თვლი­ან, რომ მათ­და­მი მთავ­რობის ასე­თი და­მო­კი­დებულება არას­წო­რია, რაც ქვეყანას  სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზი­სამ­დე მიიყვანს.

რას აცხადებენ ბაზრის ადმინისტრაციაში და რა პასუხი აქვთ შემოსავლების სამსახურში? ნახეთ, მალე newpress.ge-ზე.

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა