|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს ასახლებენ

ქუთაისში, ნიკეას ქუჩა #32-ში მცხოვრებ მკერვალიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ასახლებენ. 

როგორც ოპითეკით დაზარალებული მკერვალიშვილების ოჯახის წევრები ამბობენ, კერძო მევახშემ მათ უკვე სამი ბინა და ავტომობილი ჩამოართვა. 
"ყველაფერი წაიღეს რაც გამაჩნდა, ცის ქვეშ ვრჩები, ვითხოვ აპრილის ბოლოლომდე მაცადონ და ქუჩაში არ დამტოვონ. ამ დრომდე 32 0000 უკვე გადახდილი მაქვს,"- ამბობს იპოთეკით დაზარალებული, ნინო მკერვალიშვილი.
ადგილზე მყოფი კერძო იპოთეკარის ადვოკატი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარება.
მოხდა ინციდენტიც. სამართალდამცავმა ადგილობრივი ტელევიზიის ოპერატორს შეურაცხყოფა მიაყენა.

იხილეთ ვიდეო 

ავტორი: ანა ჯანაშია