|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტიდან ორმაისობისთვის 80 000 ლარი დაიხარჯება

ქუთაისში, ორმასობის ღონისძიებისთვის სულ 80 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულის შესახებ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ქუთაისის ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ განაცხადა.

ადგილობრივ ბიუჯეტში ორმაისობის ღონისძიებისთვის 70 000 ლარი იყო განსაზღვრული. თუმცა, დღეს საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში შესული ცვლილებების მიხედვით, ღონისძების ხარჯებს 10 000 ლარი დაემატება.
"თქვენც იგივეს აკეტებთ, რასაც "ნაციონალურ მოძრაობას" უკიჟინებდით. საინტერესოა, ახლა რატომ უნდა დახარჯოთ ამდენი თანხა ორმაისობისთვის", - განაცხადეს საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. 
ქავთარაძის განმარტებით კი: "უმჯობესია უფრო მეტი თანხა იყოს განსაზღვრული და ნაკლები დაიხარჯოს, ვიდრე ნაკლები გვქონდეს და მეტის დახარჯვა მოგვიწიოს".

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა