|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი - ორმაისობის დღესასწაული ორგანიზებულად უნდა ჩატარდეს

იმერეთის  გუნერნატორის,ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ორმაისობის დღესასწაული ორგანიზებულად უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, აღნიშნულ დღესასწაულში რეგიონის მუნიციპალიტეტებიც  უნდა ჩაერთოს. ამის შესახებ, ზაზა მეფარიშვილმა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრის დროს განმარტა. 

მეფარიშვილმა გამგებლებთან ყოველთვიურ შეხვედრაზე  საგაზაფხულო სამუშოების ანგარიში ჩაიბარა.  
მეფარიშვილის განმარტებით, გამგებლებმა საბიუჯეტო  ცვლილებები 15 აპრილამდე უნდა მოასწრონ. რადგან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო, 15 აპრილის შემდეგ, ამის შესაძლებლობა კანონდებლობით აღარ ექნებათ.
შეხვედარზე გამგებლებმა განმარტეს, რომ  რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
სამტრედიის გამგებლის, ავთადილ თადუმაძის განმარტებით, მათ მუნიციპალიტეტში 700 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე დამუშავებულია. 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა