|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრაგედია ვანში - მამამ შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა (Video)

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში 13 წლის გოგონასთვის გადაუდებელი ოპერაციის დაუფინანსებლობის გამო, ტრაგედია მოხდა -მამამ თავი მოიკლა.  

აღნიშნული ფაქტის შესახებ newpress.ge - სთან ვანის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი საუბრობს. 

მისი თქმით, სოფელ გორაში მცხოვრებმა ქარჩხაძეების ოჯახმა, სასწრაფო დახმარება მცირეწლოვანის მძიმე ტრამვის გამო გამოიძახეს. 

"როცა მივედით გოგონას ლავიწის ძვლის მოტეხილობა და გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. მცირეწლოვანი საჭიროებდა სასწრაფო ოპერაციას, თუმცა ვანის საავადმყოფოს პირობებში შეუძლებელი იყო ადგილზე დახმარების აღმოჩენა,"- ამბობს ვანის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი ნაირა კიკაბიძე.

"მამამ წერილი დაწერა, გასვენებაში აღებული თანხით ჩემს შვილს ოპერაცია გაუკეთეთო,"- ამბობს სასწრაფოს თანამშრომელი.


ამ წუთებში newpress.ge მომხდარ ფაქტზე დეტალური ინფორმაციის მოკვლევას ცდილობს.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა