|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე-მერს "ნაციონალები" ზეწოლაში ადანაშაულებენ

ქუთაისის ვიცე-მერი, ნოდარ მიქიაშვილი ტერიტორიული მართვის ორგანოების ხელმძღავენელებს თანამდებობების დატოვებას აიძულებს. აღნიშნულის შესახებ  დღეს, სულხან-საბას ტერიტორიული მართვის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ფირუზ ბენიძემ განაცხადა.

„პარასკევს დამიბარა მიქიაშვილმა და მითხრა, რომ მერიაში სხვა თანამდებობაზე გადავსულიყავი. თუმცა, კონკრტეტულად რას მთავაზობდა, ეგ არ უთქვამს. მე რა თქმა უნდა უარი ვუთხარი. რადგან წლებია მუნიციპალიტეტში ვმუშაობ და ვიცი რა საჭიროებებია“, - განაცხდა ბრიფინგზე ბენიძემ. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ის არ დათანხმდა ვიცე-მერის შეთავაზებას, გუშინ კიდევ ერთხელ "მკაცრად გააფრთხილეს":
„მითხრეს, თუკი მერიაში მუშაობა არ მინდოდა,  გათავისუფლების ბრძანება დაწერილი იყო. თუ რის გამო, მიზეზები ჩემთვის ცნობილი არ არის. მაგრამ ვიცი, რომ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ „ნაციონალებთან“ ვმეგობრობ. მე ჩემი პოლიტიკური ხედვა არასოდეს არ დამიმალავს“, - აღნიშნა ფირუზ ბენიძემ.
მართვის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელის განმარტებით, ის გაჩერებას არ აპირებს და საქმეს სასამართლოში გაგრძელებას. „ეს არის ზეწოლა, მეტი არაფერი. მაშინ როცა ხელისუფლება საარჩევნოდ მორატორიუმზე საუბრობს, ეს არის ფასადური დემოკრატია, რასაც ხელისუფლება ყოველდღიურად გვესაუბრება“, - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გია თევდორაძე.
რა პასუხი აქვთ ქუთაისის მერიაში და რას აცხადებს ნოდარ მიქიაშვილი? - ნახეთ მალე newpress.ge-ზე.

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა