|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირველკლასელები ახალი ტიპის ბუკებს მიიღებენ

პირველკლასელები განახლებულ, ახალი ტიპის ბუკებს მიიღებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განუცხადა , ახალი ბუკი იქნება გაუმჯობესებული როგორც ტექნიკური პარამეტრებით, ასევე შინაარსობრივად. მისივე თქმით, სამინისტრო საპილოტე პროექტზე მუშაობს.
"სამინისტრო მუშაობდა და მუშაობს ახალი ტიპის კომპიუტერებზე, რომელიც უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს, მაგრამ ეს იქნება უფრო მაღალ კლასებში. ეს იქნება საპილოტე პროექტი", - აღნიშნა ლია გიგაურმა და დასძინა, რომ პირველკლასელები მიიღებენ განახლებულ ბუკებს, რომელიც იქნება გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრებით, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა