|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არ ჩამორჩეთ სიცოცხლეს! - ქუთაისის მერიაში იმუნიზაციის კვირეული აღინიშნა

იმუნიზაციის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში ფეხმძიმე ქალაბატონებთან შეხვედრა გაიმართა. ქალბატონები ქუთაისის მერის მოვალეობის შემრულებელმა, შოთა მურღულიამ მიიღო.

შეხვედრაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერვონული ცენტრის წამრომადგენლებმა, იმუნიზაციის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"იმუნიზაციის შედეგად მთლინად უნდა აღმოიფხვრას ისეთი ინფექციური დაავადების გავრცელება, როგორიცაა წითელა და წითურა," - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კონსტანტინე გვეტაძემ.

წელს იმუნიზაციის კვირეული ევროპის 53 ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი სლოგანია "არ ჩამორჩეთ სიცოცხლეს!".

მერიაში მოწვეული ქუთაისში მცხოვრები ქალბატონების განმარტებით, იმუნიზაცია მნიშვნელოვანი და აუცილებელია. როგორც ისინი აცხადებენ, ისინი მზად არიან მომავალ პატარებს ვაქცინაციას ჩაუტარონ.

"უფრო დაცული და ბრძოლისუნარია ბავშვი, ადვილად დაძლევს და გადაიტანს ინფექცურ დაავადებებს," - აცხადებს მომავალი დედა, ნათია ადეიშვილი.

ქუთაისელ ფეხმძიმე ქალბატონები მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მუღულიამ საყმაწვილო სახარებით, იმუნიზაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბუკლეტებით და აცრების კალენდრით დაასაჩუქრა. 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა