|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჭირისუფალს მამის საფლავზე სხვა მიცვალებული დახვდა

ქუთაისში, ავტოქარხნის სასაფლაოზე  აღდგომის დღესასწაულზე მისულ ჭირისუფალს, საგვარეულო სასაფლაოზე სხვისი მიცვალებული დახვდა.
newpress.ge-ის ინფორმაციით,  სასფლაო 24 წლის განმავლობაში კაჩმაზოვების ოჯახს ეკუთვნოდა, რომლებსაც დედ-მამა ჰყავდათ დასაფლავებული. 
"აღდგომა დღეს საფლავზე,რათა კვერცხი გადაეგორებინათ, მაგრამ ნახა რომ სადაც მამა ესვენა სხვა მიცვალებულია დასაფლავებული", - განუმარტა newpress.ge-ის წყარომ. 
აღნიშნული სასაფლაო,  ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს "ქართულ ტრადიციებს" ეკუთვნის.
"ეს ამბავი თანამდებობაზე ჩემს დანიშვნამდე მოხდა. ახლა მხარეებს დავა სასამართლოში აქვთ. ჩვენთვის კანონია ის, რასაც სასამართლო გადაწყვეტს. მე მანამდე ვერაფერს ვერ შევცვლი" - განაცხადა შპს "ქართული ტრადიციების" დირექტორმა, გოჩა მარგველაშვილმა. 

ავტორი: დეა მანაგაძე