|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბავშო ბაღში აღსაზრდელების თევზით მოწამვლის თაობაზე ინფორმაცია ვრცელდება

 ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე  საბავშვო ბაღში აღსაზრდელები თევზით მოიწამლენენ -  აღნიშნული ინფორმაცია newpress.ge-ს ქუთაისში მცხოვრებმა მოქალაქემ მოაწოდა.

თუმცა, ინფორმაციას არ ადასტურებს ქუთაისის  სკოლამდელი დაწესებულების ააიპ გაერთიანების  დირექტორი, მაია პაქსაძე.

"სამი  წლის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა ბავშვების მოწამვლის.  თუმცა, ძალიან ბევრ ჭორს ავრცელებენ.  ღმერთმა  დაგვიფაროს ასეთი ფაქტებისგან", - ამბობს newpress.ge -სთან საუბარში პაქსაძე.

ქუთაისში სულ 35 საბავშვო ფილიალი.   

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა