|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის უძველესი საბაგირო ვაგონი შესაძლოა საფრანგეთის მუზეუმში განათავსონ

ჭიათურაში არსებული უძველსი ქართული საბაგირო ვაგონი შესაძლოა, საფრანგეთის ერთ-ერთ მუზეუმში განათავსონ. ფრანგმა სპეციალისტებმა 1953 წელს გამოშვებული საბაგირო ვაგონის მუზეუმში განთავსების სურვილი ჭიათურაში ვიზიტის დროს გამოთქვეს.  
აღნიშნულთან დაკავშირებით newpress.ge - სთან ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე საუბრობს. 
"ფრაგული კომპანია "პომეგასის" წარმომადგენლებთან  გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება ჭიათურისთვის ახალი საბაგირო კონსტურციების შესაქმნელად. როცა მათ პირველი ვიზიტის დროს ნახეს ერთ-ერთი ძველი ვაგონი, მისი მუზეუმში განთავსების სურვილი გამოთქვეს, რაც შესაძლოა რეალობად იქცეს,"- ამბობს  სულხან მახათაძე.
ჭიათურაში ახალი საბაგირო ინფრასტრუქტურის პროექტის დასრულებას ფრანგული კომპანია "პომეგასი" 2016 წელს გეგმავს. რის შემდეგაც, ჭიათურაში ახალი საბაგირო ხაზები 4 მიმართულებით იმუშავებს. 
როგორც ადგილობრივები ამბობენ, საბაგირო ჭიათურელებისთვის საჭირო საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომელიც წლებია გაახლებას საჭიროებს.
"ეს იქნება  21-ე საუკუნის პროექტი ჭიათურელებისთვის. რელიეფური თვალსაზრისით 
საბაგირო აუცილებელი ტრანსპორტია ჩვენი რეგიონისთვის,"-  განმარტავს ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე.
პროექტის ღირებულება საერთო ჯამში 13 მილიონ ლარს შეადგენს. 

ავტორი: ანა ჯანაშია