|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერისა და საკრებულოს კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის 99 167 ლარი დაიხარჯება

ქუთაისის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისთვის განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკისა შესაძენად, მიმდინარე წლის 30 ივნისს, ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი 99 167 ლარის ღირებულებისაა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, კომპიუტერულ ტექნიკასთან ერთად, ტენდერი შესაბამისი აქსესუარების შესყიდვასაც ითვალისწინებს.
პლანშეტური ტიპის კომპიუტერი, ლაზერული და ფერადი პრინტერი, ციფრული დიქტოფონი, ულტრაბუკი და მონიტორები - ეს კომპიუტერული ტექნიკის ჩამონათვალის ნაწილია, რომელთა შესყიდვა მიმწოდებელმა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.
კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების შესაენად გმოცხადებული ტენდერით ამ ეტაპზე არც ერთი მიმწოდებელი არ დაინტერესებულა.
    

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა