|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია - ის მოლოდინი, თითქოს მხოლოდ წინასაარჩევნოდ კეთდებოდა ყველაფერი, აბსურდია

ქუთაისში, თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ბინებში შიდა ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. ქუთაისის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ქალაქში ბეტონის საფარი 68 ეზოში დაიგო, ხოლო მიმდინარეა - 4, სექტემბრის ბოლომდე კი სამუშაოები19 ეზოში დასრულდება.

თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო, ჯამში ეზოების კეთილმოწყობა 1425584.95 ლარი ჯდება. სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს.
"2014 წლის დასაწყისში თანადაფინანსების პრინციპი შეიცვალა. მოსახლეობა 20% -ის ნაცვლად 10% -ს იხდის მერია კი 90%-ს. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ის მოლოდინი,  თითქოს მხოლოდ წინასაარჩევნოდ კეთდებოდა ეს ყველაფერი, რათქმაუნდა აბსურდია. ჩვენ ვეცდებით გავზარდოთ პროგრამა და მეტი ეზო მოვაწყოთ ქალაქში“ - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა