|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასამართლო დავა წერეთლის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობისთვის

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, თინათინ ზაქარაშვილის საქმის არსებითი განხილვა  გაიმართა.

ზაქარაშვილს ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ აქვს სარჩელი შეტანილი.  ზაქარაშვილი  აღნიშნული სასწავლების მიერ  აკადემიურ  თანამდებობაზე გამოცხადებული კონურსის შედეგების გაბათილებას ითხოვს. 
კონკურსი მიმდინარე წლის 22 მარტს  ჩატარდა. წერეთლის უნივერსიტეტმა  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსი ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა  ხუთმა ადამიანმა მიიღო. 
"ჩემი ნამუშევრები მხოლოდ იმიტომ დაიწუნეს, რომ მათ თითქოს სათაური არ მოეწონათ ჩემს მიერ გამოცემული წიგნის. აბსურდული შენიშვნები მომცეს. იმედის მაქვს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების", -  განაცხადა ზაქარაშვილმა. 
თინათინ ზაქარაშვილის  განცხადებით, უნივერსიტეტის პრორექტორმა, სასამართლოდან სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ დახმარება შესთავაზა. 
"რაზედაც მე ცხადია უარი ვუთხარი", - განაცხადა სასამართლო დარბაზში ზაქარაშვილმა. 
უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, სასამართლომ არანაირად არ უნდა დააკმაყოფილის ზაქარაშვილის სარჩელი, რადგან, მათივე თქმით, ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. 
საბოლოო  გადაწყვეტილებას მოსამართლე, გენადი მაკარიძე მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოაცხადებს. 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა