|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„კაზანტიპის პრეზიდენტი“ ქართველ სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს

კაზანტიპის  ფესტივალის სპონსორების შესახებ ინფორმაციას პროექტის ორგანიზატორები ამ დრომდე არ ახმაურებენ. კაზანტიპის "რესპუბლიკის პრეზიდენტი" ნიკიტა მარშუნოკი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ექსკლუზიურ მხარდამჭერად კომპანია ,,სნო’’ მოიაზრებოდა, თუმცა კომპანიაში გავრცელებული ინფორმაციას არ ადასტურებენ

როგორც ,,სნოში’’ განაცხადეს, კომპანია ,,კაზანტიპის’’ ორგანიზატორებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა და პროექტში არ მონაწილობენ.

 

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც კაზანტიპის სპონსორად მოიზარებოდა ,,ნატახტარია’’.  ,,კომერსანტს’’ კომპანიაში კაზანტიპის სპონსორობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება დაუდასტურეს, თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, ორგანიზატორებთან შეთანხმება ვერ შედგა და ,,ნატახტარი’’ პროექტის სპონსორი არ იქნება.

 

ცნობილია, რომ მასშტაბური პროექტის ჩატარებას ანაკლიაში საქართველოს საპატრიარქო ეწინააღმდეგება. ფესტივალის წინააღმდეგ 14 აგვისტოს ანაკლიაში, სასულიერო პირთა აქციაც ჩატარდა

სასულიერო პირთა მიერ დაგეგმილ აქციას "კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტიც" გამოეხმაურა.  როგორც ნიკიტა მარშუნოკი აცხადებს, ის მზადაა შეხვდეს სასულიერო პირებს და მათ ყველა შეკითხვას უპასუხოს.

 

როგორც მარშუნოკი "კომერსანტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ეს არა საპატრიარქოს, არამედ იმ ადამიანების განცხადება და პოზიციაა, ვინც ფესტივალის ჩატარებას ეწინააღმდეგება და უბრალოდ ისინი ეკლესიის სახელით საუბრობენ. 


"რა ამოძრავებს ამ ადამიანებს? ჩემი აზრით, მათ სურთ რაღაც რეზონანსი მოახდინონ, უნდათ ყურადღების ცენრში მოხვედრა. თუ მათ რაიმე შეკითხვები აქვთ, მე მზად ვართ შევხვდე და პასუხი გავცე ყველა მათ კითხვას," – აცხადებს მარშუნოკი.


სტატიის სრული ვერსია

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა