|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირველი სექტემბრიდან სასწრაფოს გამოძახებაზე რეგულაცია წესდება

პირველი სექტემბრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე რეგულაცია წესდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს , სასწრაფო  დახმარების გამოძახებების კლასიფიკაცია პრიორიტეტების მიხედვით მოხდება და ადგილზე მისვლა არა რიგითობის, არამედ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, პრიორიტეტებს თავად დისპეტჩერები განსაზღვრავენ. 
"დავუშვათ გამოძახებაა ავტოსაგზაო შემთხვევასა და გაციებაზე. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ავარია იქნება. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ რაიმე გამოძახებაზე სასწრაფო უარს იტყვის, რადგან ნებისმიერი მარტივი ჩივილის უკან შეიძლება ძალიან დიდი გართულება იყოს. იმის დანერგვას, რასაც ჩვენ ვაპირებთ წინაჰოსპიტალურ ეტაპზე გამოძახებების კატეგორიზაციაა და მისი ამოცანაა, რომ საჭიროების მიხედვით მოხდეს ადგილზე მისვლა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა,  დავით სერგეენკომ.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა