|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში 100-მდე სოკოთი მოწამლული პაციენტია

"ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში 100-მდე პაციენტია სოკოთი მოწამლული"- ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თემურ ნადირაძემ განაცხადა. მისი თქმით, საფრთხის შემცვლელია ბუნებიდან ამოღებული სოკო საკვებად გამოყენება.

აღნიშნული ინფორმაცია "Newpress.ge"-ს  ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების უფროსის,  ოთარ დიხამინჯიას თქმით,  ამ ეტაპზე სოკოთი მოწამლული პაციენტების მომართვიანობამ შედარებით იკლო, თუმცა ჯერ კიდევ რთული მდგომარეობა რჩება.  

როგორც მან განაცხადა, პაციენტებს აღენიშნებოდათ მძიმე ინტოქსიკაცია, მუცლის ტკივილი,  ოფლიანობა, სისუსტე და ფაღარათი. მათ ჩაუტარდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება,  რის  შედეგადაც ნაწილი გაიწერა საავადმყოფოდან, ნაწილს კი უტარდება სამედიცინო დახმარება.

სპეციალისტების განმარტებით, ამ სახის მოწამვლას იწვევს ველური სოკო; ქამა, მანჭკვალა, არყა,  ჭრელა და სხვა. სათბურში გამოყვანილი სოკო საფრთხის შემცველი არ არის.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა