|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსეთთან პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი ვერ იქნა მიღწეული"

 "მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯისა, რუსეთთან პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი ვერ იქნა მიღწეული",-აცხადებს საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც პეციალურ განცხადებას აქვეყნებს. 
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს 2014 წლის 20 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე, რომელიც საქართველოს განუყოფელ ნაწილთან - აფხაზეთთან "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების შეთანხმებული ვარიანტის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნას ითვალისწინებს.
მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯისა, რუსეთთან პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი ვერ იქნა მიღწეული. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების პერიოდული განცხადებები საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის შესახებ აშკარა წინააღმდეგობაშია მათ მიერ რეალურად გადადგმულ ნაბიჯებთან.
საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და შესაბამისად ამ საკითხში არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ხელი ააღებინოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მორიგ აგრესიულ ქმედებებზე."-ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა