|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოს სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს 38 ახალი ავტომობილი გადაეცათ

სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლების  მეორე ეტაპის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს რაიონულ ცენტრებს 38 ახალი ავტომობილი გადაეცათ.  მანქანების გადაცემის ცერემონიალი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. ცერემონიალს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დასავლეთს საქართველოს რეგიონის რწმუნებულებთან და  მაჟორიტარებთან ერთად დაესწრო.  

„დასავლეთ საქართველოს სასწრაფო დახმარების რაინულ ცენტრებს 38 ახალი ავტომობილი გადავეცით. სრულად განახლდა ავტოპარკი. ავტომობილები მაღალი გამავლობისაა. მაღალმთიან რეგიონებში 30 „Volkswageen”- ის მარკის ავტომობილი, ხოლო  ბარის ტიპის რეგიონებში საშუალო გამავლობის „Ford”- ის  მარკის 8 ავტომობილი გადანაწილდა.  პრობლემა აღარ შეექმნებათ მაღალმთიან რაიონებში მცოვრებ მოსახლეობასაც“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

იმერეთის რეგიონში 14 ავტომობილი გადანაწილდა, იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის თქმით, ყველაზე პრობლემატური რაიონებს,  წყალტუბოსა და ვანს 2-2 ავტომობილი გადაეცემათ.

„ჯანდაცვის სამინისტო ასრულებს თავის დანაპირებს.  მივიღეთ ახალი ავტომობილები. საწრაფო დახმარების ავტომობილების მხრივ ყველაზე პრობლემური რაიონები წყალტუბო და ვანია. მათზე ორ-ორი ავტომობილი გადანაწილდება. 7 ავტომობილი დაემატება ქუტაისის ავტოპარკს. დანარჩენ რაიონებს ერთ-ერთი ავტომობილიები დაურიგდებათ. წლის ბოლომდე ყველა მანქანა ჩანაცვლდება ახლით.“- განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.

სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში 5 დეკემბრიდან დაიწყება.

 სასწარფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2014 წლის ბოლომდე განახლდება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა