|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურით წარიმართა

საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ბიუროს სხდომაზე ხმაურის და დაძაბულობის მიზეზი გახდა. უმცირესობამ მის მიერ მომზადებული რეზოლუციის დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანა მოითხოვა, რასაც უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უმცირესობის წევრებს რეგლამენტის დაცვა სთხოვა. "ჩვენ გვაქვს სურვილი შედგეს პოლიტიკური კონსულტაციები და ორივე მხარისთვის მისაღები რეზოლუციის ტექსტი მივიღოთ", - განაცხადა კობახიძემ. 
ვიცე-სპიკერის ამ განცხადებას, ბიუროს სხდომაზე უმცირესობის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. 
"ჩვენ გვინდა რომ ჩვენი რეზოლუციის დოკუმენტი გავიდეს პლენარულ სხდომაზე. არავითარი კანონდარღვევა არ არის. ჩვენ ვსმავთ ამ საკითხს და თუკი ინიციატორი მოითხოვს, თქვენ არ გაქვთ უფლება დღის წესრიგში არ შეიტანოთ ის", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა