|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათში განხორცილებული სამუშაოები იუნესკოს ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს

გელათის მთავარ ტაძარში განხორცილებული სამუშაოები იუნესკოს ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს, ამის შესახებ  კულტურის მინისტრის მოადგილემ  ნიკა ანთიძემ  განაცხადა. კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები,  დღეს, ქუთაისში გამართულ სხდომაზე იმყოფებოდნენ, სადაც იმერეთის გუბერნატორმა და  სამინისტროების წარმომადგენლებმა ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს.

„დღეს მოკლე ანგარიშით შემოვიფარგლეთ. მთელ საქართველოში, მათ შორის  იმერეთში, მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობდა. იმერეთში დაიწყო გეგუთის  ციხის რეაბილიტაცია, დამონტაჟებულია  განათებები. გელათის რესტავრაცია დადებითაადაა შეფასებული იუნესკოს ექსპერტების მიერ“, - განაცხადა  კულტურის მინისტრის მოადგილემ  ნიკა ანთიძემ.   

 

ავტორი: ანა ჯიქია