|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა მოსახლეობას 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო

პროგრამაეს მუშაობსფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტშიმოსახლეობის ფორუმი" გაიმართა, სადაც ქუთაისის მერიამ მოსახლეობას 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, პროექტის მომზადებისას გაითვალისწინეს ის რეკომენდაციები, რომლებიც მოსახლეობის ფორუმებზე შემუშავდა.
2014 წელს ივლის-სექტემბერში მოსახლეობის ფორუმი 4-ჯერ გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 514 პირი მონაწილეობდა.
„500-მდე ადამიანმა ბიუჯეტში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები შეიმუშავა. აღსანიშნავია ის, რომ ეს პროექტი 2016 წლის ბიუჯეტის მომზადებასაც შეუწყობს ხელს. რაც შეეხება მათ მოსაზრებებს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა შოთა მურღულიამ

 პროექტი  დადებითად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.  "შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადებებიდან ბევრი რამაა გათვალისწინებული ამ ეტაპზე.“- განახადა ასოციაციამშვიდობიანი და საქმიანი კავკასიისდირექტორმა ალუ გამახარიამ.
პროექტისეს მუშაობსფარგლებში 2015 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი 8 პრიორიტეტული საკითხია გამოკვეთილი, მათ შორისაა სკოლამდელი, ახალგაზრდობისა  და კულტურული  დაწესებულებების, ასევე ინფრასტრუქტურის და  მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხები.

 პროექტს ,,ეს მუშაობს’’   ქუთაისის  მერია, ქუთაისის განათლების განვითარების ცენტრი, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო–LDA ახორციელებს, იგი ევროკავშირის მხარდაჭერით ფინანსდება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა