|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანული ოჯახის ქველმოქმედებამ ქუთაისელი ბავშვი გადაარჩინა

მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქუთაისიდან ზაარლანდში ჩასულ ბიჭს სიმსივნე აღმოაჩნდა. როგორც ჯონი არკადი იხსენებს, ჩასვლიდან 3 კვირის შემდეგ ფეხის ტკივილი დაეწყო.

"ფეხი მტკიოდა. რაღაც გამომივიდა და ვუთხარი ჩემს მასპინძელ ოჯახის წევრებს. მათ ჰომბურგის კლინიკაში გადამიყვანეს და ოპერაციაც იქ გამიკეთდა. გავიარე 7 თვე მკურნალობის კურსი და ახლა თავს კარგად ვგრძნობ."- ამბობს 17 წლის ჯონი ალკადი.

 ბავშვის მკურნალობის თანხა მასპინძელმა თეობალდების ოჯახმა საქველმოქმელო ღონისძიებებით მეშვეობით შეაგროვა. თანხა 170  ათას ევროს შეადგენდა. "რთული დაავადება იყო, მაგრამ იმედი არ დაგვიკარგავს. სანამ ოფიციალურად აქციას გამოვაცხადებდით ტელევიზიით, ან გაზეთებით, მანამ საახლობლო წრეში მოვაგროვეთ თანხა. ახლა ჩამოვედით,  რომ  ვნახოთ როგორ არის და სად ცხოვრობს ჩვენი პატარა სტუმარი."- აღნიშნა საბრინა თეობალდმა.

 ქველმოქმედ გერმანულ ოჯახს ქუთაისის მერი  შოთა მურღულია შეხვდა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მათ და  გაწეული სიკეთისათვის მადლობა გადაუხადა. "უფლება არ მქონდა არ შევხვედროდი ამ ქველმოქმედ  ოჯახს. მათი საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გერმანელი ხალხი ძალიან კეთილი ", - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

 ჯონ ალკადი მშობლიურ ქალაქში 7 თვიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ დაბრუნდა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა